შპს გურამ დოჩანაშვილი-საერთაშორისო ქართული სკოლა დაფუძნდა 2012 წელს ორი იურიდიული პირის შერწყმის შედეგად. სკოლამ პირველი ავტორიზაცია გაიარა 2013 წლის 19 სექტემბერს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე. სკოლის დამფუძნებლები არიან ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი და მისი შვილი ქეთევან დოჩანაშვილი, რომელიც სკოლის დირექტორია.