მოსწავლეთა პროფორიენტაციის და კარიერული დაგეგმვის მიზნით საერთაშორისო ქართული სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ ამავე სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულს - ვახტანგ გორგაძეს, რომელიც მედიცინის მიმართულებით სწავლობს და მუშაობს საზღვარგარეთ. მან მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს გააცნო კარდიოქირურგიის პროფესიის სპეციფიკა, გამოწვევები, დასაქმების შესაძლებლობები და მისცა რჩევები პროფესიის არჩევის თაობაზე.

მოსწავლეთა პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მიზნით საერთაშორისო ქართული სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ინგილისურენოვანი პროგრამის ლაბორატორიას, სადაც გაეცნენ ლაბორატორიულ საქმიანობას და სამეცნიერო გარემოს, მიიღეს ინფორმაცია პრგრამის შესახებ და მიიღეს მონაწილეობა ქიმიურ ცდებში.

მოსწავლეთა პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მიზნით საერთაშორისო ქართული სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები ეწვივნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სადაც გაეცნენ ამ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია სამსახურის მუშაობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო ქართული სკოლის მე-10 და მე-11 კლასელების ორგანიზებით ჩატარდა თამაში რა? სად? როდის? თბილისის 15 სკოლის მონაწილეობით.

  13 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამოქალაქო განათლების სასკოლო პროექტის “Stand Up for Change”-ის ფარგლებში ორი სისხლის სამართალის იმიტირებული პროცესი მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით.

    Kettari Academy-ს მოწვევით ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგრამის “გალილეოს” უსაფრთხოების სისტემების ხელმძღვანელის ხოსე ანხელ ავილა როდრიგესი 26 ოქტომბერს შეხვდა საერთაშორისო ქართული სკოლის მოსწავლეებს. მოსწავლეები გაეცნენ ევროპის კოსმოსური სააგენტოს შესახებ ვიზუალურ ინფორმაციას, როგორ იქმნება რაკეტები, სანავიგაციო სისტემები, როგორ ირჩევა კოსმონავტები და როგორია მათი სამუშაო გარემო.

ოქტომბერს საერთაშორისო ქართულ სკოლას ესტუმრა სტუდია "5+2" სპეკტაკლებით - "როდესაც ავტო გიცდის" და "მოგვთა საჩუქარი" მანანა კოზაკოვას რეჟისორობით და ნიკა კუჭავას, ანა გრიგოლიას, ონისე ონიანის და თამუნა ბუხნიკაშვილის მონაწილეობით.

გილოცავთ ახალი 2023 სასწავლო წლის დაწყებას!